ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი სასწავლო- სამეცნიერო დაწესებულებაა. შესაბამისად, ინსტიტუტი უზრუნველყოფს სწავლების სამივე საფეხურის ( BA, MA,PHD ) პროგრამათა ოპტიმალურ მუშაობას, გეგმავს გაცვლით პროგრამებს და ახორციელებს სასწავლო-სამეცნიერო პროექტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
საქართველოში კავკასიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი მეოცე საუკუნის უდიდესი ენათმეცნიერი, ქართული და ქართველური ენების მკვლევარი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ფუძემდებლი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავაა. მის  სახელს უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების ძლიერი სამეცნიერო სკოლის დაფუძნება. იგი არის ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიკოსი, ზოგადი ენათმეცნიერების თეორეტიკოსი, აღწერითი და შედარებითი ქართველური ენათმეცნიერების გამორჩეული წარმომადგენელი. სწორედ არნოლდ ჩიქობავას თაოსნობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლას ადგილზე, როგორც იტყვიან, საველე პირობებში. მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შემდგომი კვლევა-ძიების წარსამართად შეიქმნა სათანადო სამეცნიერო სასწავლო სტრუქტურული ერთეულები: 1933 წელს  კავკასიურ ენათა კათედრაუნივერსიტეტში. ამ კათედრასთანავე ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა კავკასიურ ენათა განყოფილება, რომლის მიზანი იყო ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მომზადება, 1936 წელს კი ნიკო მარის სახელობის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში კავკასიურ ენათა განყოფილება დაფუძნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
copy right @ N&L 2011
Tab
Content